სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ USAID-ი რეკლამას უკეთებს განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას, მისი თანხების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურ ჯგუფებს, პოლიტიკური პროგრამების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დესტაბილიზაციის მომწყობ ჯგუფებს ხმარდება.
„მთავრობების უმეტესობას არ სურთ, რომ USAID-ის სახსრები მათ ქვეყნებში მიედინებოდეს, იმიტომ რომ მათ ესმით, თუ სად მიდის ამ ფულის უმეტესი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეკლამას უკეთებენ განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას, ამ თანხების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურ ჯგუფებს, პოლიტიკური პროგრამების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დესტაბილიზაციის მომწყობ ჯგუფებს ხმარდება“, – დაწერა ბუკელემ.
„უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება, თანხების 10% რეალურ პროექტებზე იხარჯება, რომელიც სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ხმარდება (ასეთი შემთხვევები არსებობს), მაგრამ დანარჩენი საპირისპირო აზრის გაღვივებას, პროტესტების დაფინანსებას და ისეთი ადმინისტრაციებისთვის ხელის შეშლას ხმარდება, რომლებიც გლობალისტურ პროგრამას არ მიჰყვებიან“, – დასძინა მან.
ბუკელეს თქმით, ასეთი ე.წ. დახმარების პროგრამის შემცირება მომგებიანია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ ეს იქნება გამარჯვება დანარჩენი სამყაროსთვის.