DW: პანამის არხი ჩინეთთან ურთიერთობას გაწყვეტს

პანამა ჩინეთის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“-ს დატოვებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები პანამის არხის სავაჭრო მიზნებით გამოყენების სფეროში თანამშრომლობდნენ. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაგაცნოთ. ჩემი მთავრობა აღარ გააგრძელებს 2017 წელს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. ეს ასეა. ჩვენ პროექტის ვადაზე ადრე დასრულების შესაძლებლობას შევისწავლით“, – ციტირებს გამოცემა პანამის პრეზიდენტს ხოსე რაულ მულინოს.

როგორც DW იუწყება, ეს გადაწყვეტილება პანამის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ მას არ სურს, რომ პანამის არხს ჩინეთი მართავდეს. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პანამაში რუბიოს ვიზიტთან დაკავშირებით პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ არხზე დამყარებული კონტროლი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს და არღვევს შეთანხმებას არხის ექსპლუატაციის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ.