ცენტრალურ გზაზე ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, ერთ-ერთი გადაბრუნდა – ცოტა ხნის წინ ავარია მსხვერპლით დასრულდა!

ქვემოქართლში, სოფელ თელეთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ფორდის” მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ამობრუნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

წყარო: ინფო რუსთავი