ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა მანანა გვასალია ავრცელებს.
,,ამ დღის სულ მეშინოდა… ჯაბა აღარ მყავს…
შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი…
სიცოცხლე შენს გამო მინდოდა…
ჯაბა … ჩემო ერთადერთო…”, – წერს მანანა გვასალია სოციალურ ქსელში.
მომღერალი 12 წლის განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება ჰქონდა.
“ნიუს-ფრონტი” უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.