აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტის ვებ-გვერდზეა გავრცელებული.
„შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა ლიეტუვას ხელმძღვანელობის ძალისხმევას ბელარუსის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ხალხის დემოკრატიული უფლებების უზრუნველყოფის კუთხით,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ბელარუსის საკითხის გარდა, მაიკ პომპეომ და ლინას ლინკევიჩუსმა ავღანეთში, ერაყსა და ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციას განიხილეს.
წყარო: “აიპიენი”