რობერტ სტურუა: ჩვენ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება – წყენა და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე ისე გაგამწარებს, რომ მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი

ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება – რესენტიმენტი და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი, – წერს რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

რობერტ სტურუა

„მონური სენი!…

ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება – რესენტიმენტი(Ressentiment – ინგლ. “წყენას” ნიშნავს).

და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი !

ფრიდრიხ ნიცშემ, ვინც ეს ტერმინი შემოიღო, ამ დაავადებას „მონების მორალი” უწოდა!

„დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!”

ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია – მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის თუ რა კანონებია სამართლიანი – და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!

გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბეს გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ!

დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლათ თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს!

და არ არის გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ – მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტინქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!

რატომ???

რატომ?

რატომ აბრალებს „უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ? მაგრამ „ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს – „მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”…

ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია! და, რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!“, – წერს რეჟისორი.