გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, სადაც ჩანს რა ხაზით შემოდიოდა USAID-დან საქართველოში მილიონობით დოლარი, მათ შორის ლგბტ თემის დაფინანსების ხაზით (+ფოტოები)

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი და ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი USAID-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლითაც მისი განმარტებით, კარგად ჩანს რა ხაზით შემოდიოდა ორგანიზაციიდან საქართველოში წამოსული ფული. მათ შორის ერთ-ერთია ლგბტ თემის დაფინანსების ხაზი.

„USAID დახურვის თუ რეორგანიზაციის ფარგლებში ამერიკაში ელონ მასკის ბელადობით მთელი კამპანიაა გაჩაღებული.

მიდის დეკლარაციების და საგრანტო დოკუმენტაციის ფრიალი.

ბევრგან შემხვდა საქართველოზე დასქრინული 26-მილიონიანი ჩანაწერის პოსტი არასრული სახით.

ესეც ჩანაწერი სრული სახით“, – წერს გურამ ნიკოლაშვილი და პოსტს ე.წ. „სქრინებს“ ურთავს.