თურქეთი სირიაში ავიაბაზის მშენებლობასა და სირიის ახალი არმიის წვრთნას გეგმავს – Times Of Israel

სირიის გარდამავალი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 4 თებერვალს ანკარაში ერთობლივ თავდაცვით პაქტს განიხილავენ.

აჰმედ ალ-შარა და ერდოღანი

მედიის ცნობით, შეხვედრაზე, მათ შორის, განიხილავენ ცენტრალურ სირიაში თურქეთის საჰაერო ბაზების მშენებლობასა და სირიის ახალი არმიის წვრთნას.

როგორც მედია წერს, ნატოს წევრი თურქეთი დიდი ხანია მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას, რომლებმაც ჩამოაგდეს ბაშარ ალ-ასადი დეკემბრის ბოლოს ელვისებური შეტევის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა შარას ძალები.

„შეთანხმების თანახმად, თურქეთმა შეიძლება შექმნას ახალი საჰაერო ბაზები სირიაში, გამოიყენოს სირიის საჰაერო სივრცე სამხედრო მიზნებისთვის და გაწვრთნას სირიის ახალი არმია“, – აცხადებენ წყაროები.