აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, აშშ ტოვებს ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარ სააგენტოს (UNRWA).
ტრამპმა ასევე განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც აშშ-ის მონაწილეობა გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) უნდა გადაიხედოს და გადაფასდეს.