ტრამპმა, თავის მრჩევლებს დაავალა გაანადგურონ ირანი, თუ თეირანი მას მოკლავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავის მრჩევლებს დაავალა გაანადგურონ ირანი, თუ ოფიციალური თეირანი მას მოკლავს.

დონალდ ტრამპი

„თუ ისინი [ირანი] ამას გააკეთებენ, განადგურდებიან. მე დავტოვე მითითებები, თუ ისინი ამას გააკეთებენ, მთლიანად განადგურდებიან, აღარაფერი დარჩება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მედიის ცნობით, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს თეირანზე.