გიორგი კანდელაკის ენჯეო „სოვ ლაბი” ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და საზოგადოებას ქირის დასაფარად ფულის ჩარიცხვას სთხოვს

გიორგი კანდელაკის ენჯეო „სოვ ლაბი” ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და საზოგადოებას ქირის და კომუნალური გადასახადების დასაფარად ფულის ჩარიცხვას სთხოვს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის თემატური საპროტესტო მსვლელობების ორგანიზებაში.

„ბოლო რამდენიმე თვეა „სოვლაბი“ მთლიანად მოძრაობაში წვლილის შეტანაზეა ორიენტირებული – იქნება ეს თემატური მსვლელობების ორგანიზება თუ დემონსტრაციების ფონზე, რუსთაველზე, საჯარო ლექციების გამართვა. თუმცა ჩვენი საქმიანობის შეფერხების გამო ახლა ჩვენს წინაშე საოპერაციო ხარჯების დაფარვის კუთხით, არსებობს გამოწვევები, როგორიცაა შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში ქირა და კომუნალური გადასახადები. ამის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ მხარდაჭერისთვის მოგმართოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.