აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: პენტაგონი მზადაა, ღაზასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონი მზად არის ღაზას სექტორთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

„თქვენც და ჩვენც გვაქვს კარგი მეხსიერება. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ვაპირებთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაზრდას. ჩვენ მოგაწოდეთ საბრძოლო მასალები, რომლებიც ადრე არ იყო მოწოდებული, რაც საჭიროა რადიკალური მტრების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ასე“, – აღნიშნა ჰეგსეთმა.