თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 17 სექტემბერს

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სააქციო საზოგადოება „თელასი” იუწყება, რომ 17 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“სპუტნიკი”