ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Mediazona ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია, რომელსაც ხელი ლუკაშენკომ მოაწერა.
შეთანხმება ასევე მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რაც „ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება“.
შეთანხმების მე-5 მუხლში კი ნათქვამია, რომ ბელარუსი თანახმაა, მის ტერიტორიაზე განთავსდეს რუსეთის სამხედრო ობიექტები და სამხედრო ფორმირებები.