რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი და ალან გაგლოევი

გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა.

ვლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს ჯანმრთელობა და სახელმწიფო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მისალოცი წერილი გაგლოევს რუსეთის ე.წ. ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა გადასცა.