ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე, ტომ ფლეტჩერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ 10 000-ზე მეტი სატვირთო შევიყვანეთ, რაც უზარმაზარი მატებაა“, – აცხადებს ტომ ფლეტჩერი.

შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ „ჰამასმა“ 18 ისრაელელი მძევალი, ხოლო ისრაელმა 600-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.