აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა და აშშ-სა და ისრაელის მიმართ მიკერძოებულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაშია აღნიშნული.
განკარგულებას ხელი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში.
„მათი ბოროტი საქციელი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის მნიშვნელოვან ეროვნულ უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.