„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
„რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება“, – წერს კალასი.