“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს. გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
“ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.