აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ტიუმენის ოლქის მკვიდრის, ალექსეი ბერესტნევის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

რიწის ხეობა აფხაზეთში

ცხედარი რიწის ხეობის მიდამოებში აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, რუსი ტურისტი კლდიდან გადავარდა.

რუსეთის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.