შვედმა პროკურორმა, რომელიც შვედეთში, კერძოდ ორებროს სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი თავდასხმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სამართალდამცველებისთვის ცნობილია სასტიკი თავდამსხმელის ვინაობა.
ის რისბერგსკას კამპუსის ყოფილი სტუდენტი რიკარდ ანდერსონია
შვედური მედიის ინფორმაციით, ანდერსონი 35 წლის, დაუსაქმებელი მამაკაცი იყო, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა და წლების განმავლობაში ჩაკეტილი ცხოვრების სტილს ირჩევდა.
ორებროს პოლიციის მეთაურის, ჰენრიკ დალსტრომის თქმით, მოტივის დასადგენად გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ცენტრალურ ქალაქ ორებროს (სტოკჰოლმიდან დასავლეთით 200 კმ) ბავშვთა სკოლის გვერდით, ზრდასრულთა განათლების ცენტრში სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო თავდამსხმელიც.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
-
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს “შვედეთისთვის ძალიან მტკივნეული დღე” უწოდა.
“ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა…“- განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.