გამთენიისას კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულთა შორის 9 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხოლო როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიანი შენობის სახურავზე. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ამასთან, კიევის ოლქში დაზიანდა ცხრა კერძო სახლი და ორი ავტომობილი.