გიორგი გახარიას „ფეისბუქ“ ბოტები, რომლებიც მის სოციალურ ქსელში აქტიურობენ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სუბიექტურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ, სინამდვილეში რუსები არიან.
ქართული გვარ-სახელებით დარეგისტრირებულებს ფოტოებად რეალური ადამიანების სურათები აქვთ ატვირთული, ვითომ მათი პროფილების რეალურად გასასაღებლად, თუმცა აღმოჩნდა, რომ პაპუნა სორდიას სახელით არსებული ბოტი სინამდვილეში კონსტანტინ გორშკოვია, დათა აფშილავა კი – ინდივიდუალური ტურების გიდი, ვინმე ანდრეი გოლოვანოვი. ამ ორი რეალური ადამიანის შესახებ ინფორმაცია გუგლის საძიებო სისტემაშიც იძებნება.