სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის განვითარება შეფერხდა. მისმა მემკვიდრეებმა უნიკალური სახელმწიფოს მშენებლობაზე უარი თქვეს, ყველაფერი თვითდინებას მიანდეს. სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ჩაეფლო კორუფციის ჭაობში. მაღალჩინოსნები მოიხიბლნენ ფუფუნებით და მიზნის მისაღწევად კანონის სერიოზულ დარღვევებს არ ერიდებოდნენ. თუმცა არსებობდნენ სამართალდამცავი ორგანოების მოუსყიდავი მუშაკები და სახელმწიფო მანქანა, 1980-იანი წლების ჩათვლით, მაინც საკმაოდ მოქნილად და ეფექტურად მუშაობდა დანაშაულის წინააღმდეგ.
საბჭოთა “ბრილიანტის მაფიას” ეხება რუსულ “НТВ”-ზე გასული დოკუმენტალური ფილმი, კერძოდ, საბჭოთა კლასიკოს მწერლის, ალექსეი ტოლსტოის უნიკალური კოლექციის გაქურდვას და საინტერესო მოვლენებს, რომლებიც შემდგომ განვითარდა. ფილმის ბოლო ნაწილში წარმოჩენილია საქართველოში განვითარებული მოვლენები: