“ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები” – კაია კალასი

“ჩვენს ზურგს უკან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა უბ­რა­ლოდ არ იმუ­შა­ვებს, ნე­ბის­მი­ე­რი გა­რი­გე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი”, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კაია კა­ლას­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას კა­ლას­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, რად­გან ეს რუ­სეთს არ­გებს და დას­ძი­ნა: „რა­ტომ ვაძ­ლევთ მათ ყვე­ლა­ფერს, რაც სურთ, ეს და­შოშ­მი­ნე­ბაა, ამას არას­დროს გა­უ­მარ­თლე­ბია”.

“ნა­ტო­ში წევ­რო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­რან­ტი­აა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. და რე­ა­ლუ­რად, ეს ყვე­ლა­ზე იაფი გა­რან­ტი­აც არის.

თუ ვამ­ბობთ, რომ ნა­ტო­ში წევ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ი­მე სხვა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი იქ­ნე­ბა, მა­შინ ყვე­ლამ უნდა უპა­სუ­ხოს კი­თხვას: რა არის ეს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად?

კი­დევ ერთხელ, ვი­ტყვი, რომ არა­ფე­რი არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არც კი და­წყე­ბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან, ეს რუ­სეთს არ­გებს და მათ ეს სურთ. რა­ტომ ვაძ­ლევთ მათ ყვე­ლა­ფერს რაც სურთ, სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არც და­წყე­ბუ­ლა? – ეს და­შოშ­მი­ნე­ბაა, ამას არას­დროს გა­უ­მარ­თლე­ბია!”, – გა­ნა­ცხა­და კა­ლას­მა და დას­ძი­ნა, რომ შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პის გა­რე­შე არ იმუ­შა­ვებს.

„კი­დევ ერთხელ, მინ­და ვთქვა, რომ თუ იქ­ნე­ბა ჩვენს ზურგს უკან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, ის უბ­რა­ლოდ არ იმუ­შა­ვებს! ვი­ნა­ი­და, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­რი­გე­ბის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­თან­ხმე­ბის­თვის, გჭირ­დე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­ტა­რე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბას, გჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­ტა­რე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბას.

ასე რომ… კარ­გა­დაც არ ჩანს, თუ ვინ­მე რა­ი­მე­ზე თან­ხმდე­ბა და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ამ­ბობს: “კარ­გი, შენ შე­თან­ხმდი, მაგ­რამ ჩვენ ამას არ გავ­ყვე­ბით!”.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წე­ვენ და ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ მათ,” – გა­ნა­ცხა­და კა­ლას­მა.