დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 14 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები მიუნხენში შეხვდებიან, სადაც ასევე მიწვეულია უკრაინა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 14 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები მიუნხენში შეხვდებიან.

დონალდ ტრამპი

მისივე თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულია უკრაინაც.

„ისინი ხვალ შეხვედრას გამართავენ მიუნხენში. რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. სხვათა შორის, უკრაინაც არის მიწვეული. ზუსტად არ ვიცი, ვინ იქნება იქ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ იქნებიან მაღალჩინოსნები რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან“, – განაცხადა ტრამპმა.