“ასე თუ ისე, უკრაინა, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში” – პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის მოლაპარაკებების მთავარ მეორე მხარედ ვაშინგტონი რჩება

რუსეთის განცხადებით, უკრაინა “რა თქმა უნდა” ჩაერთვება მოლაპარაკებებში ომის დასრულებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებში ცალკე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიმართულება – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ასე თუ ისე, უკრაინა, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, იქნება ამ დიალოგის ორმხრივი – რუსულ-ამერიკული მიმართულება და ის მიმართულება, რომელიც დაკავშირებული იქნება უკრაინასთან.

საუბრისას, საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადი იყო ნახსენები, როგორც ორი პრეზიდენტის შეხვედრის შესაძლო ადგილი. ზარის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულება აქვს, როგორც პარტნიორ სახელმწიფოსთან. ასევე ცნობილია, რომ პუტინსაც ძალიან კარგი ურთიერთობა პრინცთან.

ამ გადმოსახედიდან, ერ-რიადი შესაფერისი ადგილია ორივე ქვეყნისთვის. მართლაც, რიადი იყო ნახსენები, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, არც სამუშაო და არც უზენაეს დონეზე. ამიტომ, იქნება ეს რიადი თუ სხვა დედაქალაქი, ჩვენ ჯერ არ ვიცით. ​​მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი სამიტის მომზადებას დრო დასჭირდება. ამას შესაძლოა კვირები და თვეებიც დასჭირდეს”, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის მოწყობას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, რომელიც, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის დედაქალაქში შედგება.