თვითმფრინავი ჩამოვარდა – საშინელი ტრაგედიის დეტალები

აშშ-ში, სან-დიეგოს ყურეში, ამერიკული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი EA-18G Growler-ი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს ასაჯაროებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ორი პილოტი მართავდა და მათ კატაპულტირება წარმატებით შეძლეს.

პილოტების წყალში დაშვების შემდეგ, ისინი მეთევზეებმა გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის პირობებში დაფრინავდა და კორონადოს საზღვაო საჰაერო სადგურის მახლობლად, დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.