შოლცი: ევროპა არ დაუშვებს უკრაინის დემილიტარიზაციას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს.

NTV-ის ეთერში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგან კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე ხმის ამოღების უფლება აქვს. მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები არ შეიძლება არსებობდეს ევროპელების გარეშე, ან უკრაინის „თავზე“.

„ჩვენ, როგორც ევროპელები, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ასევე არავის მივცემთ უფლებას, დათანხმდეს უკრაინის დემილიტარიზაციას“, – განაცხადა შოლცმა.