ირანში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ხუზისტანის პროვინციაში მდებარე ქალაქი ანდიმეშკი იყო. ამის შესახებ თურქული მედია ირანის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
მიწისძვრა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა 15 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ქალაქის კრიზისების მართვის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში გუნდები გაგზავნეს, მაგრამ ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.