“ბატონო კარგია, ხომ შვილი რომ კარგად გყავთ”, „როგორ შეიძლება ხალხნო ემპათია არ გქონდეთ, 4 და 6 წლის ბავშვები ჯართს ეძებდნენ” – ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ ფილარმონიიდან გამოსულ მაყურებელს აქტივისტები.
“იუმორინა 2025” საიუბილეო კონცერტი ერთხელ უკვე გადაიდო. მაშინ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: “ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, “იუმორინა 2025″-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს”.
მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის აზრით, გლოვასაც თავისი ადგილი აქვს და ხალხის ხასიათზე მოყვანასაც:
„ძალიან ცუდი მერე, რატომ აპროტესტებდნენ, რა იყო გასაპროტესტებელი. რა გეკონცერტებათო? – არ შეიძლება ერთის მეორესთან დაკავშირება. როდესაც მამა გარდამეცვალა, დასაფლავებიდან მესამე დღეს სცენაზე ვიდექი იმიტომ, რომ ხელოვანი კაცი ვარ და სცენა ჩემი ყველაფერია. მაყურებელს ერთი წამით არ უგრძნია, რომ მე ჩემი გლოვა მქონდა. ამაზე დიდი გლოვა არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც მშობელს კარგავ.
თქვენ რომ ჟურნალისტი ხართ, დილას დაღვრემილი იღვიძებთ, აი, რა ხდება საქართველოში, ალბათ ჩაისაც არ სვამთ. ეს არის ყველაფერი გამოგონილი რეაქციები და ემოციები. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, იმ გლოვასაც და წუხილსაც და ხალხის ხასიათზე მოყვანას. მე ასე ვიცხოვრე 48 წელი და აწი, თუ გადამაკეთებთ არ ვიცი”, – განუცხადა “ამბებს” ხვიჩა მაღლაკელიძემ.
ambebi.ge