საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილების შემცირება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების 62%-იან კლებასთან, რაც საქართველოში რუსული მიგრაციული ეფექტის შემცირებას უკავშირდება. თუმცა იმ ქვეყნებიდან საიდანაც გზავნილების ძირითადი წყარო არის საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობა, ფულადი გზავნილები გაზრდილია. პირველ ადგილზეა აშშ 47 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 23%-ით არის მომატებული, მეორე ადგილზეა იტალია $46 მილიონით, მესამეზე კი რუსეთი 25 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით.
# | ქვეყანა | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
1 | აშშ | $47 მლნ დოლარი; | 23% |
2 | იტალია | $46 მლნ დოლარი; | 4% |
3 | რუსეთის ფედერაცია | $25 მლნ დოლარი; | -62% |
4 | ისრაელი | $21 მლნ დოლარი; | 19% |
5 | გერმანია | $19 მლნ დოლარი; | 18% |
6 | საბერძნეთი | $19 მლნ დოლარი; | 2% |
7 | თურქეთი | $7.6 მლნ დოლარი; | 9% |
8 | ყირგიზეთი | $6.2 მლნ დოლარი; | 126% |
9 | ესპანეთი | $5.3 მლნ დოლარი; | 21% |
10 | ყაზახეთი | $4.7 მლნ დოლარი; | -50% |
11 | ირლანდია | $4.6 მლნ დოლარი; | 12% |
12 | საფრანგეთი | $4.5 მლნ დოლარი; | 6% |
13 | გაერთიანებული სამეფო | $3.4 მლნ დოლარი; | 18% |
14 | აზერბაიჯანი | $3.3 მლნ დოლარი; | 1% |
15 | პოლონეთი | $2.2 მლნ დოლარი; | -4% |
16 | კანადა | $2.0 მლნ დოლარი; | 14% |
17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | $1.9 მლნ დოლარი; | 10% |
18 | იორდანია | $1.7 მლნ დოლარი; | 11% |
19 | კვიპროსი | $1.5 მლნ დოლარი; | 9% |
20 | საუდის არაბეთი | $1.4 მლნ დოლარი. | 38% |