ალკოჰოლური სასმლის მიღების შედეგად სულ მცირე 124 ადამიანი დაიღუპა – გამაოგნებელი და უმძიმესი შემთხვევების სერია თურქეთში

თურქეთის დედაქალაქ ანკარასა და სტამბოლში ბოლო 6 კვირის განმავლობაში, არალეგალური ალკოჰოლური სასმლის მიღების შედეგად სულ მცირე 124 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, 54 ადამიანი ანკარაში გარდაიცვალა, კიდევ 40 კი ამავე ქალაქის საავადმყოფოში რჩება. მანამდე, სააგენტო Anadolu-მ ინფორმაცია გაავრცელა სტამბოლში 70 ადამიანი დაღუპვის შესახებ.

ანკარას გენერალურმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმეში უკვე არსებობს სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური დასკვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 28 ეჭვმიტანილი.