გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს. ექსპერტეების ნაწილი მიიშნევს, რომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი, ფრანგ კოლეგა შერაზ გასრისთან ერთად საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას აგრძელებს.

გორში, „ხელოვნების სახლისთვის“ სოლიდარობის გამოსახატავად ჩასული გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები, სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიას, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, ექსტრემისტული და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე წარმართავენ.
„მონა“, „თქვენ ენაზე გეტყვით, Иди Н***й“ „ენა , მამული, ერთობა“, „რეზინის ტყვიები ყვავილებივით კანზე“, Never Back to USSR”- ეს წინასწარ მომზადებულ და საგანგებოდ შერჩეულ ბანერზე შესრულებული წარწერების არასრული ჩამონათვალია. რადიკალური მოწოდებების შესახებ ფოტოს გერმანიის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვხვდებით.