აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

 

„30-მა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ე.წ. „პრაღის წინადადებაში,“ რათა შეიქმნას უსაფრთხო 5G ქსელის ინფრასტრუქტურა და არ იყვნენ გამოყენებულნი მომწოდებლები ავტორიტარული ქვეყნებიდან.

ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგემება უკრაინასთან, საქართველოსთან და სერბეთთან, რათა ამ პარტნიორმა სახელმწიფოებმა იკისრონ ვალდებულება, თავი შეიკავონ აკრძალული ტექნოლოგიების გამოყენებისგან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ე.წ. „პრაღის წინადადება“ 2019 წლის მაისში წარადგინეს და მას 32 ქვეყანა შეუერთდა. ინიციატივის მიზანია, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტ ქსელის მოწყობისას თავიდან იყოს აცილებული თანამშრომლობა ისეთ მომწოდებლებთან, რომლებიც კონკრეტული სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. კერძოდ კი, საუბარია ჩინურ კომპანიებზე.

“იმედი”