კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე გამოსვლისას ჯეი დი ვენსმა ახალგაზრდა მამაკაცებს მიმართა და მოუწოდა მათ, არ დაემორჩილონ თანამედროვე კულტურულ ზეწოლას, რომელიც მამაკაცურობას ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, თანამედროვე მიდგომები ადამიანების იდენტობას საფრთხეს უქმნის.
„ჩვენი გზავნილი ახალგაზრდა მამაკაცებისადმი არის ის, რომ ნუ მისცემთ ამ დანგრეულ კულტურას უფლებას გაგზავნოს სიგნალი, რომ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცები ხართ, იმიტომ რომ გიყვართ ხუმრობა, გსიამოვნებთ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა, კონკურენტული ხართ. ჩვენი კულტურა ცდილობს ყველა ადამიანი – იქნება ეს მამაკაცი, თუ ქალი აქციოს ანდროგენულ იდიოტებად, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, საუბრობენ და იქცევიან. ჩვენ რეალურად გჯერა რომ ღმერთმა მამაკაცი და ქალი გარკვეული მიზნით შექმნა და გვინდა რომ თქვენ, ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები იყო წარმატებულები. ჩვენ ჩვენი საჯარო პოლიტიკით დაგეხმარებით რომ ეს შესაძლებელი გახდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.