“რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხვობა, მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა. ასე რომ, თქვი მადლობა! თუ არ ეთანხმები დონალდ ტრამპს, აიღე ტელეფონი დაურეკე მას, ან რომელიმე ჩვენს დიდებულ დიპლომატს”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
მისი განცხადებით, ზელენსკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე ცუდად საუბარი შეურაცხმყოფელია და ეს სულელური ქცევაა მისი მხრიდან.
“რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხვობა, მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა. ასე რომ, თქვი მადლობა! თუ არ ეთანხმები დონალდ ტრამპს, აიღე ტელეფონი დაურეკე მას, ან რომელიმე ჩვენს დიდებულ დიპლომატს. მედიატორით ნუ გაემგზავრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ცუდად ნუ ილაპარაკებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. ეს შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია მისთვის, ჩემთვის, ამერიკელი ხალხისთვის! გარდა ამისა, ეს სულელური ქცევაა.
უკრაინისთვის ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა, ჰყოლოდა აშშ, როგორც თანაინვესტორი ეკონომიკაში და მის რესურსებში. ჰყოლოდა ნამდვილი პარტნიორი მომავალში, რომელიც გახდებოდა უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია. იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა, მათ უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი სურვილი, რომ შევცვალოთ დახმარების ხასიათი, არ შეიძლება, ვინმეს სწყინდეს. პრეზიდენტი მზად არის საქმე – ამ ომის დასასრულებისკენ წაიყვანოს. წარსულში მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა მხარის ერთდროულად მოწვევა არ მუშაობდა. სწორედ ამიტომ, ჩავრთეთ ერთი მხარე, მეორე მხარე და შემდეგ გვექნება პროცესი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით წინ წავა”, – განაცხადა ვენსმა.