გიორგი გახარიას პარტიამ საპარლამენტო მუშაობაზე უარის გამოცხადების მიუხედავად, მიმდინარე წელს ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 200 000 ლარზე მეტი მიიღო. წლიურად კი თანხა მილიონ სამას შვიდი ათას ლარს შეადგენს.
როგორც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, აღნიშნული თანხის ოდენობა დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ხმების რაოდენობაზე, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო.
„პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ დეპუტატებს ვადაზე ადრე შეუწყდათ უფლებამოსილება და მათ მიერვე უფრო ადრე გაუქმებული იყო სიაში არსებული სხვა კანდიდატების რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, მათ პირველი მარტიდან შეუწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება.
7 პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოეშვა დაფინანსების მიღების უფლება, აქედან ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანება თავიდანვე განაცხადა უარი, ეს არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“.
შესაბამისად, 7 პოლიტიკური გაერთიანებიდან პირველი მარტის მდგომარეობით, დაფინანსების მიღება უკვე 4 პოლიტიკურ გაერთიანებას შეუნარჩუნდება.
აღნიშნული თანხის ოდენობა დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ხმების რაოდენობაზე, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო“,- განაცხადა სანტურიანმა.