რის გამო შეიძლება დააკავონ სანდრო ცნობილაძე – დღეს დილით ცნობილი სპორტული კომენტატორის ბინაში პოლიცია შევიდა

დღეს დილით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის ბინაში პოლიცია შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით იწყება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.

ცნობილაძის თქმით, პოლიციამ ტელეფონები და ლეპტოპები ამოიღო. პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებას ჟურნალისტი აქციებზე მის მონაწილეობას უკავშირებს.