ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კასპარ ველდკამი

„ახალი არჩევნების საკითხი უნდა განიხილებოდეს, რადგან არჩევნებამდე არსებობდა არათანაბარი პირობები და თავად არჩევნების პროცესში გამოვლინდა მრავალი დარღვევა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით, მათ შორის მათი ევროპული მომავლის საკითხში, და ჩვენ განვაგრძობთ ამ მხარდაჭერას“,- განაცხადა კასპარ ველდკამპმა.