ფრანგმა სამართალდამცველებმა ქალაქ მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 48 და 59 წლის მამაკაცები. ერთ-ერთ მათგანს ბრალად რუსეთის გენერალურ საკონსულოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალების ჩაგდება ედება. მამაკაცები მარსელში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დასრულების შემდეგ დააკავეს.
ცნობისთვის, გუშინ მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ეჭვმიტანილებმა საკონსულოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებები ისროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.