პუტინი: ზელენსკის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.

ვლადიმერ პუტინი

„რეჟიმის ამჟამინდელ მეთაურს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, მისი შანსი ნულის ტოლია“, – განაცხადა პუტინმა „Russia 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.