„ევროპა ამჟამად ერთადერთი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს კონფლიქტის გადაწყვეტას“, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
„ევროპა, რომელიც მილიტარიზმის რელსებზე დგას, დღეს ერთადერთი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც ომის გაგრძელება სურს და მთელი ძალით ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ რეალისტურ ინიციატივებს“, – აღნიშნა ნებენზიამ.