ნანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა.

პოსტი

როგორც ირკვევა, ოფროუდის მოყვარულთა ჯგუფი, თელავის მუნიციპალიტეტიდან ცივის მთის მიმართულებით სპორტული ინტერესების მიზნით გაემართა, ჟორჟოლიანის და ფეისბუკგვერდ „ქუთაისელების“ მიერ კი, მანქანების კოლონა წარმოჩნდა როგორც დასავლეთ საქართველოს სოფლებში მიმავალი მოხალისეების კოლონა.

თავად ვიდეოს ავტორი, რობო ქარდავა წერს: „ხალხო, ეს არის კახეთი უკითხავად მოიპარეს ვიდეო და დააფრიალებენ ყველგან“.