დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, სხვა უწყებებთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი. მათ დახმარება ათეულობით ადამიანს აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, მათ შორის არიან მოხუცები, ორსულები, მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ასევე, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მობილიზებული არიან როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.