AFP: უკრაინასა და აშშ-ს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, 28 თებერვალს გაფორმდეს

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, 28 თებერვალს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ Bloomberg-ისა და AFP-ის წყაროები იტყობინებიან.

აშშ

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, 26 თებერვალს შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციას გასცემს. ამავდროულად, AFP-ის წყარო ირწმუნება, რომ შეთანხმება, შესაძლოა, კვირის ბოლომდე გაფორმდეს.

„თანამდებობის პირები შეთანხმების დეტალებზე მუშაობენ. ახლა ჩვენ ვაშინგტონში ვიზიტს პარასკევს განვიხილავთ, სადაც შეთანხმებას მოეწერება ხელი“, – განაცხადა წყარომ.