საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი, უკრაინაში ომის შემდგომ ევროპული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნონ და შეერთებულ შტატებს ლოგისტიკურ, სადაზვერვო და სამხედრო დახმარებას სთხოვენ, თუმცა ვაშინგტონში მაკრონს ტრამპისგან არანაირი დაპირება არ მიუღია.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისგან მაკრონი უფრო მეტს ელოდა, თუმცა ტრამპი არც ისეთი დამთმობი აღმოჩნდა.