ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ჯერ არ განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი არ არის, თუმცა მომავალში ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

ტრამპს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, როგორც მოლაპარაკებების ნაწილს უკრაინაში ომის მოსაგვარებლად.

„არა, სანქციები ჯერ არავის მოუხსნია. ვფიქრობ, ჩვენ ამას ოდესმე განვიხილავთ, მაგრამ ჯერ არა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.