18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. აშშ დოლართან კურსის ცვლილებამ 2.54 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2140 თეთრი გახდა. ევროსთან მიმართებით კი კურსის ცვლილება 4.54 თეთრი იყო, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8057 ლარი გახდა.
სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით ჯამურად 14 თეთრით გაუფასურდა.
16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.
სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.
წყარო: cyc.ge