აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლიდანაც ხდება ცნობილი, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 32 მილიონი დოლარი მოლდოვაში სხვადასხვა პროგრამებზე, მათ შორის დემოკრატიის ხელშემწყობ მედიაზე და ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას უნდა გამოეყოთ.
გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ 69 მილიონი დოლარი ევრაზიის ფონდისთვის უნდა გამოეყოთ, რათა მას ევროპაში „ციფრული ტრანსფორმაციის“ პროგრამებზე უნდა დაეხარჯა. 7 მილიონი დოლარი იურისტების ამერიკულ ასოციაციისთვის უნდა გადაერიცხათ „ევრაზიული იურიდიული სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების“ მდგრადობის ხელშესაწყობად.
520 მილიონი დოლარი აფრიკაში ინვესტიციების განსახორციელებლად კონსულტანტის დაქირავებაზე იყო გამოყოფილი. 25 მილიონი დოლარი კოლუმბიაში „ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და მისი არსებობისთვის საჭირო კანონიერი ზომების მიღების წახალისებაზე“ იყო გამოყოფილი.
42 მილიონი დოლარი ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტისთვის იყო, რომელსაც უგანდაში სოციალური ქცევის ცვლილება უნდა შეესწავლა. 52 მილიონი დოლარი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმისთვის უნდა გადაერიცხათ.
როგორც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში განაცხადეს, ყველა ხსენებული პროგრამის განხორციელება შეჩერებულია.